აჭარა MICE ტურიზმის განვითარებას იწყებს და რეგიონში ტურისტების 30 %-იან ზრდას ელოდება. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას, "ბათუმის ტურისტული სააგენტოს" ხელმძღვანელის მოადგილემ, ეკა ჭანიშვილმა განაცხადა, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი და "ბათუმის ტურისტული სააგენტო" ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ რეგიონში MICE ტურიზმი განვითარდეს და სასტუმროები ზაფხულის საზღვაო სეზონის გარდა, წლის სხვა პერიოდშიც მაქსიმალურად იყოს დატვირთული.
ჭანიშვილის განმარტებით, "ბათუმის ტურისტულმა სააგენტომ" ამ მიზნით უკვე შეიმუშავა საკონფერენციო დარბაზების სპეციალური ბაზა და მასში თავმოყრილი საკონფერენციო დარბაზებისა და სასტუმროების შესახებ დეტალური ინფორმაცია სხვადასხვა ტურისტულ კომპანიებს დაეგზავნა. "ბათუმის ტურისტული სააგენტოს" თავმჯდომარის მოადგილის განმარტებით, სააგენტომ რამდენიმე საერთაშორისო კონფერენცის ორგანიზებაზე დაკვეთა უკვე მიიღო.
ჭანიშვილის ინფორმაციით, 28-30 ოქტომბერს, ბათუმში "ბათუმის ტურისტული სააგენტოსა" და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებითა და ინიციატივით, მშენებლობისა და დიზაინის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება. გამოფენაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია ამ დროისთვისაც მიმდინარეობს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ საერთაშორისო გამოფენაში ქართული კომპანიების გარდა მონაწილეობას მიიღებენ კომპანიები სომხეთიდან, უკრაინიდან, ავსტრიიდან, თურქეთიდან, ირანიდან და სხვა ქვეყნებიდან.
11-13 ნომებერს კი ბათუმი საერაშორისო მასშტაბის აგრო-გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენებისა და აჭარაში განთავსებული სასტუმრო ინფრასტრუქტურის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება ნებისმერ მსურველს ვეგ-გვერდ www.expobatumi.ge -ზე შეუძლია.
ეკა ჭანიშვილის თქმით, MICE ტურიზმის განვითარების ფარგლებში, აჭარის რეგიონი მონაწილებას მიიღებს ნოემბერში, ბარსელონაში დაგეგმილ საერთაშორისო გამოფენაში. ჭანიშვილის განმარტებით, ბარსელონაში დაგეგმილ გამოფენაში მონაწილეობას აჭარის სხვადასხვა სასტუმროები და ტურისტული სააგენტოები მიიღებენ.
MICE (Meetings, Incentives, Conferences, and Exhibitions) ტურიზმი არის ტურისტული მიმართულება რომელიც ორიენტირებულია მსხვილ ორგანიზებულ კორპორატიულ და პროფესიულ ტურებზე. სიტყვა MICE წარმოადგენს აბრევიატურას და იშიფრება როგორც - შეხვედრები, წამახალისებელი ტურები, კონფერენციები და გამოფენები. მიმართულება ასევე მოიცავს კონკრეტულ ივენთებს (მაგ: ქორწილი, დაბადების დღე) და კრებებს (ყრილობებს). MICE ტურიზმი არის ძირითადად კარგად დაგეგმილი და წინასწარ გაწერილი ღონისძიება რომელიმე კონკრეტული თემის გარშემო, როგორიცაა მაგალითად, ჰობი, პროფესია ან საგანმანათლებლო თემა.
MICE ტურიზმი მსოფლიოში ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი და სწრაფად მზარდი დარგია. საერთაშორისო კონგრესისა და კონვენციის ასოციაციის (ICCA) სტატისტიკაზე დაყრდნობით მსოფლიოში ყოველწლიურად 400,000 კონფერენცია და გამოფენა იმართება რომელთა ჯამური დანახარჯი 280 ბილიონ აშშ დოლარს აღემატება. გამოფენების ინდუსტრიის გლობალური ასოციაციის (UFI) მონაცემებით კი MICE ინდუსტრიის ღირებულება წლიურად 1.16 ტრილიონს ასცდა. როგორც ზემოთ მოყვანილი ციფრებიდან ჩანს MICE ტურიზმმა შესაძლოა მასპინძელი ქვეყნის ეკონომიკას დიდი სარგებელი მოუტანოს. განსაკუთრებული ზრდა MICE ტურიზმის მიმართულებით შუა აღმოსავლეთის და აზიის ქვეყნებში დაფიქსირდა (ჩინეთი, ჰონკონგი, იდოეთი, ტაივანი, ტაილანდი).
MICE ინდუსტრიის განვითარება მნიშვნელოვანი ინდექსია რეგიონის კეთილდღეობის და ინტერნაციონალიზაციის შესაფასებლად. ქვეყნის მთავრობა MICE ტურიზმა, როგორც განვითარებად გალობალურ სერვის ინდუსტრიას განსაკუთრებით აქცევს ყურადღებას მისი მაღალი ზრდის პოტენციალის, მაღალი დამატებითი ღირებულების, მაღალი უპირატესი სიახლეების გამო. მრავალი ქვეყანა MICE ტურიზმს ახლი რეგიონების განსავითარებლადაც იყენებს. სტატისტიკურად დადგენილია, რომ MICE ტურიზმზე დახარჯული ყოველი 1 აშშ დოლარი 7 - 10 აშშ დოლარის ეკონომიკურ სარგებელს იძლევა.