ქვემო ქართლში კაზრეთის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის და 4 კილომეტრიანი მაგისტრალური არხის მშენებლობა მიმდინარეობს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მშენებლობა წელსვე დასრულდება, რის შედეგადაც, იმ მიწების მორწყვა გახდება შესაძლებელი, რომლებსაც აქამდე წყალი არ მიეწოდებოდა. ქაზრეთის სათავე ნაგებობა და მაგისტრალური არხი მოსახლეობას დამატებით სამი ათასი ჰექტარის მორწყვის საშუალებას მისცემს. ადგილობრივი მოსახლეობა ვარაუდობს, რომ მას შემდეგ, რაც მათი მიწების მორწყვა გახდება შესაძლებელი, საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა საგრძნობლად მოიმატებს. კაზრეთის სათავე ნაგებობის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი აბულაძე გაეცნო.
მასალის გამოყენების პირობები