27-29 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დელეგაცია სააგენტოს დირექტორის ქეთი ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობას მიიღებს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაში. (Cityscape Global 2011).
ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული გამოფენა მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე მასშტაბურია და თავს უყრის უძრავი ქონების დარგში გავლენიანი კომპანიების ხელმძღვანელობას, წამყვან არქიტექტორებსა და დიზაინერებს, საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლებს.
საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურთან ერთად მოახდენს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პროექტების პრეზენტაციას. ქეთი ბოჭორიშვილი გამოფენის მონაწილეებს გააცნობს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ საპრივატიზაციო ობიექტებს. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელობა გამართავს ინდივიდუალურ შეხვედრებს წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან უძრავი ქონების დარგში და გააცნობს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს.
მასალის გამოყენების პირობები