"ვერ ვხედავ რუსთაველის თეატრს სტურუას გარეშე. რობიკომ ჩემი მეხუთე ნაწარმოები დადგა. იმხელა ხელოვანია, რომ თეატრიდან როგორ უნდა გავუშვათ, არ ვიცი. ეს ამბავი რომ მოხდა, ძალიან მეტკინა გული. ეს ხომ ჩვენი, ჩემი და თქვენი თეატრია", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას თამაზ ჭილაძემ.
შეგახსენებთ, რომ "ნადირობის სეზონი" ჭილაძის პიესის მიხედვით რობერტ სტურუამ რუსთაველის თეატრის სცენაზე დადგა. სპექტაკლის პრემიერა ზაფხულში ერთხელ უკვე შედგა, თუმცა რუსთაველის თეატრში რეჟისორმა "ნადირობის სეზონის" განახლება გადაწყვიტა. მწერალი ძველ და განახლებულ სპექტაკლს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აჯამებს და მიიჩნევს, რომ მეორედ დადგმული სპექტაკლი უფრო ღრმაა.
"წინა პრემიერაზედაც ვიყავი და შემიძლია გითრათ, რომ რაღაცებია შეცვლილი, მაგრამ ამჯერად უფრო ღრმად ჩასაწვდომი და საინტერესო გამოვიდა. არ ვიცი, პოლიტიკური სარჩული რატომ დაადეს მის დადგმულ სპექტაკლს. თუ ზოგადაადამიანური ტკივილები პოლიტიკური თემა შეიძლება იყოს, მაშინ შეიძლება ასე ჩაითვალოს. მე არვითარი კონკრეტული პოლიტიკით არ ვარ დაინტერესებული, არც რობიკო. ჩვენ ადამიანი გავინტერესებს", - აღნიშნა ჭილაძემ.