"ვისოლმა" ქართული სპორტის განვითარებისთვის განხორციელებული პროექტები შეაჯამა და საზოგადოებას "ტორპედო ქუთაისის" ახალი მწვრთნელი, გია გეგუჩაძე წარუდგინა.
ვისოლ ჯგუფი ამ ეტაპზე შემდეგ სპორტულ ინფრასტრუქტურას და პროექტებს ავითარებს:
1. საფეხბურთო კლუბი "ტორპედო ქუთაისი"
2. ბავშვთა საფეხბურთო სკოლა "ავაზა"
3. ოთხი სპორტული კომპლექსი თბილისში
4. ფიტნეს ცენტრი "ლაგუნა ქუთაისი"
5. "ტორპედო ქუთაისის" საწვრთნელი ბაზა
6. ბავშვთა საფეხბურთო აკადემია
ვისოლი ერთადერთი ბიზნესჯგუფია, რომელმაც სპორტის განვითარებისთვის 25 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განახორციელა. მხოლოდ "ტორპედო ქუთაისის" გუნდისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ვისოლმა 10 მილიონამდე ლარი გაიღო და პირველი ოქტომბრიდან ლეგენდარული კლუბის წარმატება საქართველოში ნომერ პირველ მწრთვნელს - გია გეგუჩაძეს მიანდო. უეფას სამწვრთნელო PRO-ლიცენზიისა და 22 წლიანი სამწრთვნელო გამოცდილების მქონე გეგუჩაძე 5 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს არა მხოლოდ "ტორპედო ქუთაისს", არამედ კლუბის ყველა ასაკობრივი ჯგუფის საწვრთნელო პროცესს. ვისოლ ჯგუფმა "ტორპედო ქუთაისზე" მზრუნველობა 2010 წლიდან ითავა.
"ქართული სპორტის მხარდაჭერა ვისოლის სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. ინვესტიცია, რომელიც ქართული სპორტის განვითარებისთვის გავიღეთ ამ ეტაპზე, სოციალური ინვესტიციაა, თუმცა გვჯერა, რომ ძალისხმევა, რომელიც მომავალი თაობის ჯანსაღი მომავლისა და ეროვნული სპორტული სულისკვეთების ამაღლებისთვის გავიღეთ, სასურველ შედეგს მოიტანს", - განაცხადა ვისოლ ჯგუფის დამფუძნებელმა ლევან ფხაკაძემ.
ევროპული სტანდარტების შესაბამისი ოთხი სპორტული კომპლექსი, რომელიც ვისოლმა თბილისში ააგო, დიღმის მასივში, სოფელ დიღომსა და დიდ დიღომში მდებარეობს. კომპლექსების ტერიტორია რაგბის სამ და ფეხბურთის ოთხ მოედანs, 200-მეტრიან ღია ველოტრეკს, ჭიდაობის სხვადასხვა სახეობისა და ძიუდოს დარბაზებს, მინიფეხბურთის სტადიონსა და კალათბურთისა და ფრენბურთის დახურულ დარბაზებს მოიცავს. ვისოლის სპორტული კომპლექსები თბილისში ყოველთვიურად 3000-მდე ბავშვის ჯანმრთელ მომავალზე ზრუნავs. ვისოლი რეგიონალური მასშტაბითაც ავითარებს სპორტულ ინფრასტრუქტურას. 2500 კვადრატულ მეტრზე განთავსებული ფიტნესცენტრ "ლაგუნა ქუთაისის" საცურაო აუზები პროფესიონალი თუ მოყვარული მოცურავეებისა და ბავშვებისთვის, ფიტნესის დარბაზები, საუნა, სოლარიუმი და მასაჟის კაბინეტი პროფესიონალი ინსტრუქტორებით იდიალურ გარემოს ქმნის, "როცა ჯანსაღ ცხოვრებას ირჩევ". "ტორპედო ქუთაისის" ცენტრალური სტადიონი და საწრთვნელი ბაზა კლუბს ვარჯიშისთვის იდეალურ პირობებს უქმნის. ბავშვთა საფეხბურთო აკადემია კი, რომელიც ქუთაისში იქნება, ქართული ფეხბურთის წარმატებული მომავლის შექმნაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.