სარემონტო სამუშაოების გამო 27 სექტემბერს 10 საათიდან 16 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ელექტომომარაგება შეეზღუდება: ორხევის დასახლების, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), კალოუბნის ქუჩის, ვარკეთილის მასივის X კვარტალის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.