ქვესადგურში "აეროპორტი" სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 27 სექტემბერს 11 საათიდან 13 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ქვემო ალექსეევკის I და IV ქუჩის, კახეთის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
ხოლო 27 სექტებმერს 13 საათიდან 14 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება რკინიგზის ჩიხის, აეროპორტის დასახლების და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.