2011 წლის 6 თვის მონაცემებით, აჭარაში იმპორტირებულია 150 762,95 ათასი ლარის ღირებულების 139 971,40 ტონა სხვადასხვა დასახელების
აგრო-სასურსათო პროდუქტი, ხოლო ექსპორტირებულია 9357,97 ათასი ლარის
ღირებულების 4223,80 ტონა პროდუქტი. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტების ექსპორტ-იმპორტის სავაჭრო სალდო უარყოფითია და 141 405 ათას ლარს შეადგენს.
საანგარიშო პერიოდში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მიხედვით უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია უკრაინა, სადაც ძირითადად გადის ციტრუსი, დაფნა, ევკალიპტი, სუბტროპიკული ხურმა და ჩაი.
აგრო-სასურსათო პროდუქციის იმპორტში პირველ ადგილს თურქეთი ინარჩუნებს, საიდანაც ძირითადად ხილ-ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი შემოდის, ხოლო იმპორტირებულ პროდუქციაში პირველი ადგილზე არის ხორბალი, რომლის რაოდენობამ 34 986 ტონა (22 157 ათასი ლარი) შეადგინა.