ქობულეთში თევზის ინკუბატორის მოსაწყობად აჭარის მთავრობა ინვესტორს ეძებს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 
ქობულეთში, სოფელი აჭიში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირობებიან ელექტრონულ აუქციონზე იყიდება, ობიექტის საწყისი ღირებულება 8 000 ლარია და აუქციონი  5 ოქტომბრისთვისაა დანიშნული. 
მყიდველი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის განმავლობაში თევზის ინკუბატორი შექმნას, რომელიც გათვლილი უნდა იყოს ერთდროულად არანაკლებ 250 000  ლიფსიტის გამოყვანაზე. ინვესტორი ვალდებულია ასევე ინკუბატორს პროფილი 20 წლის განმავლობაში შეუნარჩუნოს.