2011 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67 პროცენტი შეადგინა. "საქსტატის" ინფორმაციით, უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებად კვლავ თურქეთი (946 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (622 მლნ. აშშ დოლარი) და უკრაინა (546 მლნ. აშშ დოლარი) რჩება.
ცნობისთვის, 2011 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 5687 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 39 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 1371 მლნ. აშშ დოლარი იყო (41 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 4316 მლნ. აშშ დოლარი (38 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2011 წლის იანვარ-აგვისტოში 2945 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (38 პროცენტით მეტი).