2011 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავში¬რის ქვეყნებთან 1465 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 36 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 225 მლნ. აშშ დოლარი იყო (28 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 1239 მლნ. აშშ დოლარი (38 პროცენტით მეტი).
საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 26 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 16 პროცენტი და იმპორტში 29 პროცენტი. (2010 წლის იანვარ-აგვისტოში - შესაბამისად 26, 18 და 29 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 34 პროცენტი (2010 წლის იანვარ-აგვისტოში ასევე _ 34 პროცენტი).
ცნობისთვის, 2011 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 5687 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 39 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 1371 მლნ. აშშ დოლარი იყო (41 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 4316 მლნ. აშშ დოლარი (38 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2011 წლის იანვარ-აგვისტოში 2945 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (38 პროცენტით მეტი).