2011 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 5687 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 39 პროცენტით მეტია;
საქსტატის ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 1371 მლნ. აშშ დოლარი იყო (41 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 4316 მლნ. აშშ დოლარი (38 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2011 წლის იანვარ-აგვისტოში 2945 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (38 პროცენტით მეტი).
"იანვარ-აგვისტოში წინა წლების შესაბამის პერიოდთან შედარებით ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება, გასაკუთრებით 2009 წელთან შედარებით (88 პროცენტი). იმპორტი და საგარეო სავაჭრო ბრუნვაც გაზრდილია სამივე წლის შესაბამისი პერიოდების მიმართ", - იტყობინება საქსტატი.