პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე 8 თვის მაკროეკონომიკური პარამეტრები შეაჯამა. როგორც ნიკა გილაურმა განაცხადა, იანვარ-აგვისტოში საქართველოდან გატანილი პროდუქციის მოცულობა გაზრდილია 40 პროცენტით.
"ექსპორტო გაზრდილია 40 პროცენტით, რაც საკმაოდ კარგი ზრდაა და ასეთი ზრდა ჩვენ სხვა წლებში არ გვქონია. ექსპორტთან ერთად გაზრდილია იმპორტიც - 38 პროცენტით. საბანკო სექტორის ციფრები არის საკმაოდ დამაიმედებელი და დეპოზიტების მოცულობა გაზრდილია 11, ხოლო სესხების მოცულობა 14 პროცენტით", - განაცხადა ნიკა გილაურმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, იანვარ-აგვისტოში გაიზარდა ასევე ავტომობილების რეალიზაცია 14 პროცენტით. ხოლო უძრავი ქონების ბაზარზე 8 თვეში ტრანზაქციები 30 პროცენტითაა გაზრდილი.
როგორც მთავრობის სხდომაზე გილაურმა აღნიშნა, საბანკო სექტორის ზრდასთან ერთად გაიზარდა სატრანზიტო გადაზიდვებიც. უფრო კონკრეტულად კი კონტეინერული გადაზიდვების ტვირთბრუნვა 25 პროცენტითაა გაზრდილი, რაც პრემიერ-მინისტრის თქმით, უმუშევრობს შემცირებაზე აისახება.