MCC საქართველოს მორიგ ტრანშს 2012 წლის ბოლომდე გამოუყოფს. ამის შესახებ გაეროს 66-ე ასამბლეის ფარგლებში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დენიელ იოჰანსონმა საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
იოჰანსონის თქმით, ტრანშის დეტალები ოქტომბრის ბოლოს გაირკვევა.
"MCC- სსა და საქართველოს მთავრობას შორის რიგით მეორე ტრანშის გამოყოფის შესახემ მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ გამოყოფილი თანხა საქართველოს ხელისუფლებამ გონივრად დააბანდა",- განაცხადა დენიელ იოჰანსონმა.
უკვე ცნობილიას, რო გამოყოფილი თანხა ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის განვითარებას მოხმარდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ათასწლეულის გამოწვევის 395,3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, 5-წლიანი პროგრამის („კომპაქტი") ფარგლებში 2006-2011 წლებში აშშ-ისა და საქართველოს მთავრობებს შორის თანამშრომლობისა და პარტნიორობის შედეგად შესაძლებელი გახდა ძირითადი რეგიონული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და, მცირე და საშუალო საწარმოებისა და ბიზნესების განვითარება-ხელშეწყობა სოფლად. პროგრამის ფარგლებში ხუთი პროექტი განხორციელდა, რაც მიზნად ისახავდა რეგიონებში მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას ეკონომიკური თვალსაზრისით მათი ინტეგრაციის (ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ბაზრის მისაწვდომობა), საბაზისო მომსახურების საიმედოობის გაზრდისა და საწარმოთა განვითარების მიზნით კაპიტალისა და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფის გზით.