კომპანია „ნატახტარის"ტრადიციული საზაფხულო გათამაშება- „აისრულე სურვილები ნატახტართან ერთად"- დასრულდა და მთავარი პრიზის, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე გასამგზავრებელი 2 საგზურის მფლობელთა ვინაობაც უკვე ცნობილია.
გამარჯვებულები, გიორგი შიუკაშვილი და ავთანდილ ბუკია ერთი კვირით გაემგზავრებიან ქალაქ პალმერსტონში, სადაც გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი. საგზურში, თამაშზე დასასწრები ბილეთების გარდა, შედის მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯები, ასევე სპეციალური ტურები და ჯიბის ფული.
მნიშვნელოვანია, რომ „ნატახტარმა", როგორც ქართული სპორტის და მათ შორის რაგბის გულშემატკივარმა კომპანიამ წლევანდელი გათამაშება ახალ ზელანდიაში გასამართ რაგბის მსოფლიო თასს დაუკავშირა. წლევანდელი „ნატახტარის" წამახალისებელი გათამაშება 15 ივნისიდან დაიწყო და 15 სექტემბრამდე გაგრძელდა.
გათამაშებაში იყო 1000 ლარი - ყოველდღიურად, 5000 ათასი - კვირაში ერთხელ და დიდი პრიზი - 20 ათასი ლარი. ყველას, ვინც შეიძენდა ნატახტარს, ქარვას, ექსტრასა და კასრის ნებისმიერი ზომის ბოთლს, შეეძლო ფასიანი პრიზები მოეგო. ლუდი კასრის მოყვარულ 2 ადამიანს კი მისცა შანსი განსაკუთრებული საჩუქრის- რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე გასამგზავრებელი საგზურის მფლობელიც გამხდარიყო. აღნიშნული ფულადი პრიზების გარდა , გათამაშდა 100 ათასი ცალი 0,5 ლიტრის შუშის ბოთლის ნატახტარი.
.