ბათუმის ნავსადგურს საკრუიზო გემი "მინერვა" ესტუმრა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამგზავრო გემმა 300-ზე მეტი ბრიტანელი ტურისტი ჩამოიყვანა.
უცხოელი სტუმრები დღის პირველ ნახევარში ბათუმის ღირსშესანიშნაობებს, გონიოს ციხესა და ბოტანიკურ ბაღს დაათვალიერებენ. შუადღისას კი ბათუმის დრამატულ თეატრში ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები მათთვის სპეციალურ კონცერტს გამართავენ.
"მინერვა" ბოლოს ბათუმის ნავსადგურში 2005 წელს იმყოფებოდა. ბათუმის შემდეგ საკრუიზო ხომალდი გეზს უკრაინისაკენ აიღებს.