უახლოეს პერიოდში ბათუმში თათარსტანის სავაჭრო სახლი გაიხსნება. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, პალატამ თათარსტანის რესპუბლიკის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს წარმომადგენელს ილხამ შამილოვს უმასპინძლა.
სტუმარი გაეცნო აჭარის საინვესტიციო გარემოს, მიმდინარე პროექტებს და აჭარის რეგიონში თათარსტანიდან ინვესტიციების მოზიდვისა და ტურისტული ჯგუფების შემოყვანის სურვილი გამოითქვა.
მხარეები კონკრეტული მიზნების მისაღწევად მჭიდრო ურთიერთობების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. უახლოეს მომავალში იგეგმება თათარსტანის სავაჭრო სახლის გახსნა ბათუმში.