კომპანია "ნატახტარმა" "ჯეპრასთან" ერთად "ნატახტარის" ქარხანაში მედია-ტური მოაწყო. კომპანიის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა თორნიკე ნიკოლაიშვილმა ჟურნალისტებს კომპანიის საქმიანობა გააცნო.
"ნატახტარს" ლუდის ბაზრის 55%-ი უკავია. კომპანია ძირითად ექსპორს აზერბაიჯანში ახორციელებს. მეორე საექსპორტო ბაზარი კი უკრაინაა, სადაც კომპანიამ საცდელი მოცულობები შეიტანა.
რაც შეეხება ლიმონათს, "ნატახტარის" ლიმონათი ექსპორტზე 15 ქვეყანაში გადის, ყველაზე დიდი მოცულობით კი - აზერბაიჯანში.
მედია-ტურის მონაწილეებმა კომპანიის ლუდსახაში ქარხანა დაათვალიერეს, გაეცნენ წარმოების ტექნოლოგიას, ხარისხის კონტროლის ლაბორატორიას. ~ნატახტარი~ ლუდის წარმოებას ჩეხური და გერმანული ტექნოლოგიით ახორციელებს. ჩეხური დანადგარი ~ნატახტარში~ 2005 წელს დამონტაჟდა, ხოლო გერმანული - 2011 წელს.
მასალის გამოყენების პირობები