საქსტატში შვედეთის სტატისტიკური სამსახურის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი ჩამოვიდა. შვედი კოლეგები საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლებს სწავლების პირველ ეტაპს ჩაუტარებენ. ტრენინგის ძირითადი მიმართულებაა სტატისტიკური მეთოდოლოგია.
საქსტატსა და შვედეთის სტატისტიკას შორის 3 წლიანი თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში შვედეთის სტატისტიკა საქსტატს დახმარებას გაუწევს მეთოდოლოგიის, თანამშრომელთა ტრენინგის, ინფლაციის, მთლიანი შიდა პროდუქტის და სხვა ძირითადი სტატისტიკური კვლევების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.
პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 4 მილიონი ლარის ექვივალენტს შეადგენს შვედურ კრონებში და მთლიანად დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ.