"საქართველო გზის" თავმჯდომარემ, კახა სეთურიძემ, პრესკონფერენცია გამართა. "საქართველოს გზის" ლიდერი ეხმიანება სახელმწიფ, სტრატეგიული ობიექტების გაყიდვას.
"ვინ არის დღეს ამ გაზსადენის ყიდვით დაინტერესებული? რა თქმა უნდა, რუსეთი. რუსეთი ფლობს როგორც თავის ტერიტორიაზე, ასევე სომხეთში არსებულ გაზსდენს და მისთვის მიმზიდველია საქართველოს წილი გაზსადენის შეძენა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსანი პირობას დებს, რომ ეს აქციები რუსეთის ხელში არ მოხვდება, საქართველოს ხელისუფლებას შევახსენებთ 2003 წელს "გაზპრომთან" 25-წლიანი სტრატეგიული ხელშეკრულების ერთ-ერთი თავს, სადაც წერია, რომ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტს გაზსადენის პრივატიზაციას, მიაწოდოს სრული ინფორმაცია "გაზპრომს" და უზრუნველყოს პრივატიზაციაში "გაზპრომის" თანაბარი მონაწილეობა", - აცხადებს "საქართველოს გზის" ლიდერი.
ნავთობისა და გაზის კორპორაციის აქციების საფონდო ბირჟაზე გატანას "გაზპრომი" უკვე გამოეხმაურა. კომპანიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გაზპრომს საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი ძალიან სჭირდება და მისი შეძენა კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.
სეთურიძე, მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს გასხვისების პროცესი. "საქართველოს გზის" ლიდერი, მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის, სწორი გათვლების და გაანალიზების, ყველა პოზიტიური და ნეგატიური ფაქტორების გაანგარიშების შემდეგ.