ENG / RUS       12+

თომას დე ვაალის თვალით დანახული დამახინჯებული აგვისტოს ომი

ბრიტანელი ჟურნალისტი თომას დე ვაალი "The National Interest"-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სახელწოდებით "ქართულ-რუსული ომის დამახინჯებით" ქართულ-რუსული ომის ფაქტების დამახინჯებებზე საუბრობს. მაგალითებად ავტორს სტატიაში ამერიკელი პოლიტიკოსის დიკ ჩეინის მემუარები და აგვისტოს ომზე როგორც ქართული ისე რუსული მხრიდან გადაღებული ფილმები მოჰყავს. სტატიის ავტორის აზრით ყველაფერი რაც აქ ხდება ისტორიის დამახინჯებით გადმოცემაა და სხვა არაფერი.

"რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტი, სულ რაღაც სამი წლის წინ მოხდა, მაგრამ მასზე უკვე ბევრი მითი შეიქმნა, ისევე როგორც ტროას ომზე. ეს მითიური ამბები ამ ომზე სინამდვილეში მომხდარს ისე ამახინჯებს, რომ როგორც ერთ ისე მეორე მხარეს სიძნელეებს დაუმატებს მაშინ როდესაც ისტორიის ბორბალი დატრიალდება და ქვეყნებს დაახლოების შანსს მისცემს", _ წერს ავტორი სტატიის დასაწყისში და აგრძელებს: "ყოველთვიურად ყველაფერი სულ უფრო და უფრო ირევა. მე არ მეგონა, რომ დიკ ჩეინის მემუარებში "ჩემს დროს" (In My Time) კონფლიქტის შესახებ აწონილ მონათხრობს ვიხილავდი. ეს ცხადი ხდება მაშინ, როდესაც იგი რუსების შესახებ წერს: "შედეგად, ჩვენ გვინდა, რომ რუსებმა, ასევე ჩვენმა მეგობრებმა და მოკავშირეებმა კარგად გაიგონ, რომ თავისუფალი მსოფლიოს საზღვრების გაფართოების საქმეში ჩვენ აგრესიულები ვიქნებით და რომ რუსეთის მთავრობას არჩევანის გაკეთება მოუწევს". მიუხედავად ამისა მე ველოდი, რომ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ტექსტებს პროფესიონალები კითხულობენ. ჩეინი წერს, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში "მრავალრიცხოვანი რუსი მოსახლეობაა". არადა არა: - ეს აფხაზებმა და ოსებმა გაიფორმეს თვითონ რუსეთის პასპორტები. ჩეინი ასევე წერს, რომ "აგვისტოში (2008 წელს) სამხრეთ ოსეთის ჯარმა რუსეთის ხელმძღვანელობის ქვეშ სამხრეთ ოსეთს ქართულ სოფლები დაცხრილეს". კვლავ უზუსტობა: ქართულ და ოსურ სოფლებს შორის იყო დაპირისპირება, მაგრამ რუსეთის სამშვიდობო ძალები არ ჩარეულან მანამ ვიდრე 8 აგვისტოს ქართული შეტევა არ დაიწყო", _ წერს ავტორი და აღნიშმნავს, რომ ბოლო შეტევა რუსული მხრიდან სახელმწიფო კინოფონდიდან მოდის, რომელმაც ახლახანს გამოაცხადა, რომ 250 მილიონ რუბლს ხარჯავს ახალ ბლოკპოსტერზე სახელწოდებით "აგვისტო 08".

"ეს ამ კონფლიქტის ჰოლივუდური ვერსიის, რეჟისორ რენე ჰარლინის მიერ გადაღებული "აგვისტოს ხუთი დღის" აშკარა კონტრშეტევაა. ეს ფილმი ძალიან მცირე აუდიტორიისათვის ვაშინგტონში აჩვენეს. ვინაიდან მე ვიმყოფებოდი მის ჩვენებაზე, იმიტომ რომ ამის პროფესიული აუცილებლობა არსებობდა, შემიძლია დავადასტურო, რომ ეს კინო მართლაც ისეთი ცუდია, როგორც მასზე ლაპარაკობენ. ფილმში არეულია ბომბებისა და მანქანების აფეთქება, მშვენიერი ქართული პეიზაჟები, ყალბი აქცენტები (თუმცა ენდი გარსია საკმაოდ დამაჯერებლად თამაშობს მიხეილ სააკაშვილს) და ასევე რეალობის აღმაშფოთებელი დამახინჯება", _ წერს ვალი.

მისი თქმით, "ვერსია, რომელსაც ჰარლინის ფილმი ეყრდნობა მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთი საქართველოში შეიჭრა, ხოლო ეს დასავლეთში ვერავინ ვერ შეამჩნია.

ყველაზე თავხედური გზავნილი ამ ფილმისა არის ის, რომ თითქოს დასავლური პრესა დაინტერესებული იყო მომხდარის მხოლოდ რუსული ვერსიით. ჩვენ ვხედავთ, რომ კონფლიქტის მიმდინარეობას აშუქებს მხოლოდ ხუთი დასავლელი ჟურბალისტი ხოლო როდესაც ფილმის გმირი თავის პროდიუსერს უკავშირდება, ეს უკანასკნელი მას ეუბნება, რომ მას მისი მასალა არ აინტერესებს (ფონად კი ვლადიმერ პუტინის "სი-ენ-ენისათVის" მიცემული ინტერვიუ ისმის). აქ არაფერია ნათქვამი და ნაჩვენები ჯონ მაკკეინზე მას მის "ჩვენ ყველანი ქართველები ვართ"-ზე და ასევე დასავლური მედიის უმრავლესობაში ქართველების მხარდაჭერაზე", _ წერს ავტორი.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ "ამ ჰოლივუდური შედევრის ნახვის შემდეგ, ინტერნეტით ომის მხატვრული გადმოცემის რუსულ ვერსიას შევხედე - რუსებმა "ოლიმპუს ინფერნო" გადაიღეს. უცნაურია, მაგრამ ამ ფილმის სიუჯეთი ზუსტად ისეთივეა, როგორიც "აგვისტოს ხუთ დღეს" აქვს, ოღონს უკუღმა".

"არც ერთ ფილმში არ არის ნაჩვენები ის ჩახლართული ნიუანსები, რომელსაც მართლაც ჰქონდა ადგილი ამ კონფლიქტის დროს, რომლის დროსაც, როგორც ჩვენ ვიცით ქართულმა მხარემ თავდასხმა პირველმა განახორციელა და შემდეგ უკვე რუსეთმა ძალიან მკაცრი ნაბიჯები გადადგა.
ჩვენ კი კვლავინდებურად ველით, როდის გაჩნდება 2008 წლის აგვისტოში მომხდარი მოვლენების ის ვერსია, რომელიც ობიექტურად შეაფასებს პოლიტიკურ რეალიებს იმისა, რაც მოხდა და კონფლიქტის ორივე მხარეს დაღუპულებს პატივს მიაგებს", _ წერს სტატიის ბოლოს ავტორი.

ავტორი: . .