დღეს, 14 სექტემბერს, ეროვნული ბანკის 84-დღიან N37, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.60%-ით, მაქსიმალური 7.98%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.79%-ით განისაზღვრა.