აჭარის მთვარობის დღევანდელ სხდომაზე აჭარაში დასაქმების სააგენტოს შექმნის საკითხი დამტკიცდა. მისი დაფუძნების შემდეგ გაკეთდება სამსახურის მაძიებელთა ერთიანი მონაცემთა ბაზა. პროექტის შესაბამისად, დასაქმების სააგენტოს ფუნქციებშია მოსახლეობის დასაქმებაზე ზრუნვა, პროფესიული ტრენინგების ჩატარება-ორგანიზება და არსებული ვაკანსიების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.
მნიშვნელოვანია, რომ დამსაქმებლებმა კადრების სამსახურში აყვანისას სააგენტოს მონაცემთა ბაზით უნდა იხელმძღვანელონ. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სააგენტოს მუშაობა არა მარტო დასაქმების პრობლემას შეამსუბუქებს, არამედ დამსაქმებლებსაც გაუადვილებს პროფესიონალების მოძიებას.