Hilton Worldwide-მა პორტფელიოს გაზრდის შესახებ უკვე ოფიციალურად განაცხადა. პროექტის განხორციელების შემდეგ კი ჩინეთი Hilton-ისთვის, აშშ-სს შემდეგ, მნიშვნელოვანი ბაზარი გახდება, - წერს Bloomberg.
ამ დროისთვის Hilton Worldwide-ი  თავისი ქვებრენდებით, ჩინეთში 25 სასტუმროს მართავს. მას შემდეგ, რაც Hilton Worldwide-ი ჩინეთში საკუთარ გეგმებს განახორციელებს,  ქვეყანაში 100 სასტუმროს მფლობელი იქნება. პროექტის განხორციელებას კი კომპანია 2014 წლის ბოლომდე გეგმავს.