ტურიზმის განვითარების დონზე მსოფლიოში იზრდება, ხოლო ახლო აღმოსავლეთში მცირდება, აღნიშნულის მიზეზად "არაბული შემოდგომა" სახელდება. 
ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის მოხსენებით, მსოფლიოში ტურიზმი 5 %-ით გაიზარდა, ხოლო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში 13 %-ით შემცირდა. ასევე საგრძნობლად შემცირდა იაპონიაში ჩამავალი ტურისტების რაოდენობა. 
2011 წლის პირველ ნახევარში მსოფლიოში რეკორდული რაოდენობის უცხოელი ტურისტები დაფიქსირდა, სულ 440 მლნ, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5 %-ითაა გაზრდილი. 
ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივნის ტალებ პიფერის განცხადებით, "ბოლო პერიოდის მონაცემები ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ტუნისის, ეგვიპტის და იაპონიის მიმართულებები პოპულარულობით ვეღარ სარგებლობს".