ამბასადორილის ფარგლებში უცხეთში აკრედიტებულ ქართველ ელჩებს, დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიღებს. შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 18:00 საათზეა დაგეგმილი და დღის წესრიგის მიხედვით, ის 1-საათიანი იქნება.
რაც შეეხება უშუალოდ სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" მიმდინარე ამბასადორიალს დიპლომატების წინაშე სიტყვით, გრიგოლ ვაშაძის გარდა გამოვლენ, პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გოილაური, კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რუსუა, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი, იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე, იუსტივიის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე , ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე მარიამ ვალიშბვილი და საინვესტიოციო სააგენტოს დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ამბასადორიალი სასტუმრო "რედისონში" 10:00 საათზე დაიწყო, რომელიც გრიგოლ ვაშაძემ გახსნა.