საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თორნიკე გორდაძის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საქართველოში ვიზიტით თავადაა დაინტერესებული.
"საფრანგეთის პრეზიდენტის სამხრეთ კავკასიის რეგიონში ვიზიტი, რის ფარგლებშიც ის საქართველოსაც ეწვევა, ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც გახსოვთ, რუსეთ-საქართველოს ომის დროს მხარეებს შორის სწორედ ის იყო მედიატორი. ომიდან 3 წლისთავზე ბატონი სარკოზი თავადაა დაინტერესებული საქართველოში ვიზიტით",- განმარტა გორდაძემ.
მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში ქართული მხარე საფრანგეთის პრეზიდენტისგან საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, მხარდაჭერის დაფიქსირებას ელოდება.
"ჩვენ დიდი ხანია ვსარგებლოთ ცენტრალური ევროპის ქვეყნების მხარდაჭერით. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთ ევროპის მოთამაშეების პოზიციაც. ევვროინტეგრაციის გაზაზე ჩვენ ბატონი სარკოზისგან მხარდაჭერას ველოდებით", - აღნიშნა გორდაძემ.
მისივე ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოში შემოდგომაზე ჩამოვა.