დღეს, 12 სექტემბერს 14 საათზე, ბაზალეთის ქუჩა N7-ში, რეჟისორი ქეთი დოლიძე გამართავს ბრიფინგს მის საკუთრებაში არსებული ბინის აუქციონზე გატანასთან დაკავშირებით.
მან „ობიექტივთან" საუბრისას, ყველა საინფორმაციო საშუალებას, ყველა სააგენტოსა და არასამთავრებო ორგანიზაციას მოუწოდა, რომ მივიდნენ აქცია-ბრიფინგზე, გააშუქონ ეს მოვლენა და დაუდგნენ რეჟისორს მხარში.
„სანამ მე ცოცხალი ვარ, იმ ბინაში არავის არ შევუშვებ, დავჯდები მამაჩემის ოთახში და თუ ნივთებს ფანჯრიდან გადმომიყრიან, გადმომიყარონ. რა გავუკეთე ამ ქვეყანას ცუდი, რა დაუტოვა საქართველოს მამაჩემმა კარგის მეტი, ნუთუ ჩემს დასაცავად არავინ გამოვა", - კითხულობს რეჟისორი, ქეთი დოლიძე.