ესპანეთში, კერძოდ, ბარსელონაში ქართველთა ძალისხმევით ჩამოყალიბდა ასოციაცია "საქართველო", რომელსაც ხაიმე მინისტრალ გოსალდო და ვიცე-პრეზიდენტი გელა გურული უხელმძღვანელებენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ასოციაციიდან აცნობეს, ასოციაციის ძირითადი მიზანია ესპანეთში ჩამოსულ ემიგრანტებს გაუწიოს სათანადო დახმარება, ასოციაცია " საქართველო"დაიცავს ემიგრანტების უფლებებს და გაუწევს მათ იურიდიულ მომსახურებას.
"ასოციაციის მიზანია დაეხმაროს ესპანეთში ჩამოსულ ემიგრანტებს დასაქმებაში ,ამ მიზნით ასოციაციის ორგანიზებით ემიგრანტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ მოკლევვადიანი პროფესიული კურსები.ასოციაცია ,,საქართველო" დაეხმარება როგორც ქართველებს, ისე უცხო ქვეყნის სხვა მოქალაქეებს განურჩევლად ეროვნებისა", - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" ასოციაციაში.