იაროსლავის „ლოკომოტივის" ჰოკეისტი ალექსანდრ გალიმოვი, რომელიც იაკ-42-ის ავიაკატასტროფის შემდეგ გადარჩა, ვიშნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტში გადაიცვალა.
ამ დილით ალექსანდრ გალიმოვის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ექიმებმა, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დამწვრობის გამო, მისი გადარჩენა ვერ შესძლეს.
შეგახსენებთ, რომ 7 სექტემებს იაროსლავთან მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 45 ადამიანიდან 43 დაიღუპა. მათ შორის იაროსლავის „ლოკომოტივის" ჰოკეისტა გუნდის წევრებიც იყვნენ. მგზავრებიდან მხოლოდ ორინი, ალექსანდრ გალიმოვი და ალექსანდრ სიზოვი გადარჩნენ.
ავიაკომპანია "იაკ-სერვისის" თვითმფრინავმა, რომელიც იაროსლავიდან მინსკში მიფრინავდა კატასტროფა 7 სექტემბერს მოსკოვის დროით 16:05 საათზე განიცადა. თვითმფრინავის აფრენიდან რამდენიმე წუთში დასახლებულ პუნტქტ ტუნოშნასთან, აეროპორტიდან 2,5 კილომეტრში ჩამოვარდა.