ბათუმში, მსოფლიო ვარსკვლავის, ენრიკე იგლესიასის კონცერტის მოწყობა 139 121 ლარი დაჯდა.
ამის შესახებ ინფორმაციას თავად ბათუმის მერია ავრცელებს. ქალაქის მთავრობის ცნობით, კონცერტისთვის თვითმმართველი ქალაქის ბიუჯეტიდან 2 აგვისტოს გამართული კონცერტისთვის, რომელშიც ქართველ მომღერლებთან ერთად იგლესიასიც მონაწილეობდა, სწორედ აღნიშნული ოდენობის თანხა გამოიყო.
ბათუმის მერიას შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების თხოვნით საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზამ მიმართა.
შეგახსენებთ, რომ MTV Live Georgia საქართველოს მთავრობისა და Viacom International Media Networks (VIMN)-ის თანამშრომლობის შედეგად საქართველოში პირველად გაიმართა. მის ფარგლებში, ბათუმში რამდენიმე მსოფლიო ვარსკვლავი ჩაიყვანეს.