მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავარიის შედეგად ფეხმძიმე ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდნენ.
შემთხვევა წუხელ მოხდა. "ოპელის" მარკის ავტომობილს ამ დროისთვის დაუდგენელი მარკის ავტომობილი შეეჯახა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
"ოპელში" 6 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის ერთი ფეხმძიმე ქალი და 2 წლის ბავშვი. ყველა მგზავრი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებით საავადმყოფოებშია მოთავსებული. მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა.