ქედაში საადრეო, სასუფრე ყურძნის რთველი დაიწყო. აჭარის რეგიონში წარმოებული სასუფრე ყურძნის საბითუმო შესასყიდი ფასი 2-2,5 ლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო საცალო ფასი 4 ლარს შეადგენს. ზამთრისა და გაზაფხულის თვეებში.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონი საღვინე ყურძნის ჯიშებთან ერთად მდიდარია სასუფრე ყურძნის ჯიშებით, მათ შორის ბოლო წლებში ყურადღება მიექცა უხვლ მოსავლიან ინტროდუქცირებულ სასუფრე ყურძნებს, რომლებიც სამომხმარებლო ბაზარზე დიდი მოწონებით სარგებლობს.
სოფლის მინისტრი - დონარა სურმანიძე, სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსს ვაჟა მკურნალიძესთან და სოფლის მეურნეობის დარგობრივი განვითარების განყოფილების უფროსს ლევან ბოლქვაძესთან ერთად დღეს იმყოფებოდნენ ქედის მუნიციპალიტეტის ზვარესა და დანდალოს თემებში, სადაც სასუფრე ყურძნის მოსავალი მოინახულეს.
სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია მაღალმთიან აჭარაში საღვინე ჯიშების პარალელურად, სასუფრე ყურძნის ჯიშების გამრავლებასაც შეეწყოს ხელი, რაც ქვეყანაში მის იმპორტს შეამცირებს, სასუფრე ყურძნის რეალიზაცია კი საღვინეს რეალიზაციაზე არანაკლებ მომგებიანი იქნება ფერმერებისათვის განაცხადა დონარა სურმანიძემ.
სამინისტროში განმარტავენ, რომ მევენახე ფერმერები თავიანთ საკარმიდამო ნაკვეთებში ამრავლებენ სასუფრე ყურძნის სხვადასხვა ჯიშებს, რომელთა სიმწიფის პერიოდი აგვისტოს ბოლოდან დეკემბრის ბოლომდე გრძელდება.