იაროსლავთან მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზად თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა სახელდება. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმირ მარკინმა განაცხადა.
მისი განცხადებით, იაკ-42-ის კატასტროფის ადგილას აღმოჩენილია 43 ცხედარი და სხეულის ნაფლეთები (7). დანიშნულია 50 სასამართლო-სამედიცინო და 24 მოლეკულურ-გენეტიკური სასამართლო ექსპერტიზა. იდენტიფიკაციის შედეგად, დადგენილია 39-ის ვინაობა, რომელთაგან 11 უცხოელია.
"დღესდღეობით ახლობლებსა და ნათესავებს გადაეცათ 23 დაღუპულის ცხედარი. უახლოეს მომავალში 16-ის გადაცემა იგეგმება", - განაცხადა მან.