12 სექტემბერს, 10-30 საათზე, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს კომპიუტერულ ტექნიკას გადასცემს.
კომპიუტერულ ტექნიკას საქსტატი გამოიყენებს 2010 წელს გაეროს მოსახლეობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი გეოგრაფიული-საინფორმაციო სისტემების ჯგუფის მუშაობის უზრუნველსაყოფად.
აღნიშნული ჯგუფი ახორციელებს საქართველოს თითოეული დასახლების სააღწერო დარაიონებას, რომლის მიზანსაც წარმოადგენს მოსახლეობის მომდევნო საყოველთაო აღწერის საველე სამუშაოს პერიოდში მოსახლეობის ზუსტი რაოდენობის აღრიცხვის უზრუნველყოფა.
აღსანიშნავია, რომ გაეროს მოსახლეობის ფონდი რეგულარულად უწევს საქსტატს როგორც ფინანსურ, ასევე ტექნიკურ დახმარებას მოსახლეობის საყოველთაო აღწერის განხორციელების სხვადასხვა ეტაპებზე.