დღეს, 7 სექტემბერს, ეროვნული ბანკის 183-დღიან N36, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 35 მლნ. ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ფასიანი ქაღალდები შეიძინა სამმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.70%-ით, მაქსიმალური 7.87%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.86%-ით განისაზღვრა.