7-9 სექტემბერს თურქეთში ქალაქებში ანტალია და კაბადოკია თურქეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების და საფონდო ბირჟების გაერთიანების ორგანიზებით, იმართება ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატების გაერთიანების (ევროპალატა) ასოცირებული და კორესპონდენტი წევრი პალატების წარმომადგენელთა შეხვედრა. საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებიან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი კახა ბაინდურაშვილი და პალატის გამგეობის თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილი.
ფორმუში მონაწილეობენ ევროპალატის პრეზიდენტი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტები, მათ შორის, ავსტრიის, სერბეთის, ხორვატიის, პოლონეთის, ლუქსემბურგის სამეფოს, ბოსნია-ჰერცოგოვინას, მონტენეგროს, თურქეთის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და ბელორუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ხელმძღვანელები.
გაიმართება მრგვალი მაგიდა ევროპალატასა და ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის, რომელზედაც განიხილება მომავალი თანამშრომლობის გეგმები და ერთობლივი პროექტები.