ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლა სახელწოდებით "ქართული დამწერლობა" ოფიციალურად გაიხსნა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ცენტრის დირექტორმა, ბუბა კუდავამ განუცხადა საზაფხულო სკოლა ქართული დამწერლობის და ხელნაწერი მემკვიდრეობის დაინტერესებული უცხოელებისთვის გაიხსნა.
"სკოლის კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში 9 ექსკურსიას მოიცავს. იმ უცხოელ სტუდენტს, რომელიც ჩვენთან ისწავლის ბონლისში, დმანისში, მცხეთაში, გელათში, ბათუმში და დავით გარეჯში საგანმანათლებლო ექსკურიას მოვუწყობთ. ასევე, ქართულ კალიგრაფიის და ქართული ხელნაწერის გამოფენები მოეწყობა", - განაცხადა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრსი ხელმძრვანელმა, ბუბა კუდავამ.
საზაფხულო სკოლის გახსნას საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძეც დაესწრო.
"საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის სურვილი 15 სხვადასხვა ქვეყნიდან გამოთქვეს. აშშ, პოლონეთი, გერმანია, რუსეთი, უკრაინა, ლიტვა, ბულგარეთი და იტალია, აქედან პროექტით გათვალისწინებული 12 სტუდენტი შეირჩა. ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი პეოქტია, აქ ჩვენი ქვეყნის დამწერლობის და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა ხდება მსოფლიოში", - განაცხადა სურგულაძემ.
პროექტი 10 დღეს გასტანს და 15 სექტემბერს დასრულდება.
პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.