2 სექტემბერს. 16:00 საათზე, კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით, კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის მოსამზადებელი სხდომა ჩატარდება.
კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსზე საბუთების მიღება 30 აგვისტოს დასრულდა.
კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში განაცხადი ორმა კომპანიამ, შპს "მედია ჰაუსი დეკომმა" და შპს სამაუწყებლო კომპანია "ჰერეთმა" შეიტანა.
შეგახსენებთ, რომ კონკურსი 30 სექტემბერს. 13:00 საათზე გაიმართება.