31 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში  მონაწილეობა  მიიღო  6  კომერციულმა ბანკმა.  მოთხოვნამ 20 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.990%-ით განისაზღვრა, მაქსიმალური 10.460%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი - 10.388%-ით განისაზღვრა. კუპონურმა განაკვეთმა 10.3% შეადგინა. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები