ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით (BTC) ჯეიჰანის პორტში 2011 წლის იანვარ-ივნისში 18,2 ტონა აზერბაიჯანული  ნედლი ნავთობი გადაიტვირთა - დაახლოვებით იმავე ოდენობის, რაც 2010 წლის ამავე პერიოდში.  
რაც შეეხება დასავლეთის მიმარულების საექსპორტო ნავთობსადენს (WREP), აღნიშნული მილსადენით 2011 წლის პირველ ნახევარში სუფსის ტერმინალში ტრანსპორტირებულია  2.1 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი -  იმდენივე, რაც 2010 წლის იმავე პერიოდში.
საქართველოს გავლით აზერბაიჯანული ნედლი ნავთობის ტრანზიტი ჯეიჰანის პორტში 2005 წლის სექტემბრიდან დაიწო, დასავლეთის მიმარულების საექსპორტო ნავთობსადენით ნავთობის ტრანსპორტირება კი  1999 წლიდან ხორციელდება.