"საქართველო საერთოდ არ არის წინააღმდეგი რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების", ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ ფრანგული გამოცემისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"რუსეთის ვმო-ში გაწევრაიება საქართველოსთვის სასარგებლოცაა"- აღნიშნა მინისტრმა, რომელსაც მხედველობაში ქონდა სხვადასხვა პრობლემების გადაჭრა, რომელიც მხარეებს შორის არსებობს.
"თუმცა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყანა ალიანსის წევრობისთვის, რუსეთიც ვალდებული იქნება კვლავაც დაიცვას ალიანსის წესები და დებულებები. ანუ საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე უნდა დამყარედეს სასზღვრო კონტროლი"- აღნიშნა ქობალიამ.
ამასთანავე საქართველო ეჭვობს რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ორ ქვეყანას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების წარმატების დასრულებას, ამის შესახებ ნათქვამია შვეიცარიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ მომზადებულ სპეციალურ წერილში, რომელიც ვმო-ს გაეგზავნა.
ელჩი აცხადებს, რომ მოსკოვი არ მოდის არავითარ დათმობაზე და არ თანხმდება თბილისის მიერ დასმულ არც ერთ საკვანძო პირობას, უფრო მეტიც რუსეთი ახდენს პროცესის პოლიტიზირებას, მაშინ როდესაც საქართველო დიალოგისათვის მზადაა.
ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით 9-10 აგვისტოს მხარეებს შორის გამართული მოლაპარაკებები ფაქტობრივად ჩაიშალა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო-რუსეთს შორის, რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. საქართველო თანახმაა, რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებაზე თანხმობა განაცხადოს, თუ კი რუსეთის საქართველოს რამდენიმე პირობას დააკმაყოფილებს.