აჭარის მთავრობა "სარაიონთაშორისო ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს" ელექტრონულ აუქციონზე ყიდის. აუქციონი დღეს 29 აგვისტოსაა დაგეგმილი და ობიექტის საწყისი ღირებულება 112 ათას 500 ლარია.
აუქციონის პირობების თანახმად, "სარაიონთაშორისო ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს" მფლობელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში ბიუროს საკუთრებაში არსებული შენობის (მდებარე ქ. ბათუმი, ლ. ასათიანის ქ. №64) ნაცვლად მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობა აშენოს, რომლის ექსპლუატაციაში შეყვანიდან 2 თვის ვადაში, შენობის მეორე სართულის არანაკლებ 280 კვ.მ. გარემონტებული ფართი აჭარის მთავრობას საკუთრებაში გადასცეს.