წლის ბოლომდე საქართველოში ორი პროფსასწავლებელი გაიხსნება, ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, განათლების მინისტრმა განაცხადა და განმარტა, რომ ერთი პროფსასწავლებელი ფოთში, მეორე კი ქობულეთში გაიხსნება.
"5 სექტემბერს გაიხსნება დიდი პროფსასწავლებელი ფოთში, რომელიც მთლიანად მოემსახურება ანაკლიას, ნოემბერში კი პროფსასწავლებლის გახსნა იგეგმება ქობულეთში და ის იქნება ერთ-ერთი საუკეთესო, არამარტო საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში'- განმარტა შაშკინმა.