სასკოლო სახელმძღვანელობი 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით 10 ლარზე მეტი არ ეღირება. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე განათლების მინისტრიმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა.
"ამაზე ძალიან მკაცრი კონტროლი დაწესდება. ზოგიერთ სახელმძღვანელოზე სახელმწიფოს ჩარევის შედეგად მოხდა 200-300 %-იანი ფასდაკლება. რაც ნებისმერი ადამიანისათვის დიდი შეღავათი იქნება. სპეკულაციას ვერაფერს ვუზამთ, ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც გადაყიდვით იქნებიან დაკავებულნი, თუმცა ჩვენი მოვალეობაა, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ - საქართველოს მასშტაბით 150 მაღაზიაში სახელმძღვანელობის შეძენა შეუძლიათ დაპირებულ ფასში, ანუ 10 ლარზე ნაკლებად"- განაცხადა შაშკინმა.
მინისტრის თქმით,ზაფხულის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა სკოლების რემონტისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის თვალსაზრისითაც.
"350 სკოლაში ახლაც მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, შენდება 12 ახალი სკოლა. ამდენი სკოლა ერთად, ბოლო 20 წლის განმავლობაში არ აშენებულა"- განმარტა განათლების მინისტრმა.