რამაზ ჩხიკვაძის მეუღლეს, ნატაშა ჩხიკვაძეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ოჯახის ახლობელმა, მაკა საჯაიამ განუცხადა.
მისივე განმარტებით, დაკრძალვის ცერემონია სამშაბათს, 15:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ნატაშა ჩხიკვაძე პრაღიდან, სადაც ის მეუღლე - რამაზ ჩხიკვაძესთან ერთად მკურნალობის მიზნით იმყოფებოდა, საქართველოში გამთენიისას ჩამოასვენეს.
მისი ცხედარი ამ დროისთვის საკუთარ სახლშია დასვენებული.