1-ლი სექტემბრიდან მინიმალური პენსია 100 ლარამდე გაიზრდება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ პენსიის ზრდა შეეხება საქართველოში მცხოვრებ ყველა პენსიონერს.
"პენსიების გაცემის დროს რეგიონში და ქალაქში სხვაობა იყო, თუმცა პირველი სექტემბრიდან ეს ყველაფერი შეიცვლება და გათანაბრდება, ყველა პენსიონერი მიიღებს ერთნაირ პენსიას", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სოფო გვალიამ.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის ბოლომდე პენსიის 100 ლარამდე გზრდის შესახებ განცხადებები საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმაც გააკეთეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა ერთ-ერთ განცხადებაში აღნიშნა მთავრობა 100-დოლარიან პენსიასთან დაკავშირებით დაპირებას აუცილებლად შეასრულებს.
"პრეზიდენტიც და ჩვენი გუნდიც დავფიქრდით ამ 100-დოლარიან პენსიაზე და ნამდვილად შევასრულებთ, ისევე, როგორც შევასრულეთ ყველა დაპირებები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში გავაჟღერეთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.