25 აგვისტოს, 14:00 საათზე, აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ზაზა გოგავა ფოთის პორტის სიახლოვეს, სანაპირო დაცვის გემების შემკეთებელ საამქროს ჩაუყრიან საძირკველს. აშშ-ის მთავრობა პროექტს 4 მილიონი დოლარით დააფინანსებს. მშენებლობას აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსი უხელმძღვანელებს. სამშენებლო სამუშაოებს ადგილობრივი სამშენებლო კომპანია წარმართავს. გემების შემკეთებელი საამქრო თანამედროვე მანქანა-დანადგარებით აღიჭურვება. კვალიფიციური მომსახურება გაახანგრძლივებს სანაპირო დაცვის გემების ექსპლუატაციის ვადას და უზრუნველყოფს საქართველოს სანაპირო ზოლის უსართხოებას.
საამქროს მშენებლობა აშშ-ის მთავრობის "ექსპორტის კონტროლისა და საზღვრების უსაფრთხოების" პროგრამის ნაწილია. აღნიშნული პროგრამა 10 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსდა. "ექსპორტის კონტროლისა და საზღვრების უსაფრთხოების" პროგრამის საშუალებით, აშშ საქართველოს სანაპირო დაცვის ორი ძირითადი საპატრულო გემის შეკეთებასა და მესამე საპატრულო გემის სრულ მოდერნიზაციაში დაეხმარა. სამივე ხომალდზე სარემონტო სამუშაოები აჭარაში მოქმედმა ქართულმა კომპანიამ ჩაატარა. აშშ იმედოვნებს, რომ "ექსპორტის კონტროლისა და საზღვრების უსაფრთხოების" პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოში გემთმშენელბლობისა ინდუსტრიის განვითარებას.
საქართველოს სანაპირო ქალაქებში საზღვაო ვაჭრობისა და ტურიზმის განვითარებასთან ერთად, იზრდება სასანაპირო დაცვის პასუხისმგებლობაც. აშშ-ის მთავრობა "ექსპორტის კონტროლისა და საზღვრების უსაფრთხოების" პროგრამის მეშვეობით, ეხმარება საქართველოს სანაპირო დაცვას, საქართველოს მოქალაქეებისა და უცხოელი სტუმრების უსაფრთხოების დაცვაში.