მთავრობა შპს "წამლის ხარისხის კონტროლის ცენტრს" ყიდის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, "წამლის ხარისხის კონტროლის ცენტრის" საწყისი ღირებულება 340 ათასი ლარია და მისი გასხვისება დღეს, 25 აგვისტოს, ელექტრონულ აუქციონზე იგეგმება.
ცენტრის საწესდებო კაპიტალი 199578 ლარს შეადგენს და ობიექტს 21017.30 ლარის დებიტორული და 5667.47 ლარის კრედიტორული დავალიანება აქვს.