2011 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67 პროცენტი შეადგინა. უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებად კვლავ თურქეთი (805 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (525 მლნ. აშშ დოლარი) და უკრაინა (482 მლნ. აშშ დოლარი) რჩება.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 4832 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 36 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 1187 მლნ. აშშ დოლარი იყო (37 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 3645 მლნ. აშშ დოლარი (36 პროცენტით მეტი).
"საქსტატის" ინფორმაციით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2011 წლის იანვარ-ივლისში 2459 მლნ. აშშ დოლარი (35 პროცენტით მეტი) შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განმარტავენ, რომ 2011 წლის იანვარ-ივლისში წინა წლების შესაბამის პერიოდთან შედარებით ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება, იმპორტი შემცირებულია მხოლოდ 2008 წელთან შედარებით, ხოლო ბრუნვა გაზრდილია სამივე წლის შესაბამისი პერიოდების მიმართ.